Entrepreneur Georgia-მ ლიკა ცინცაბაძის ანტრეპრენერული გზა და Nomos Georgia-ს დაარსების ისტორია გამოკვეთა. სტატია აღწერს, როგორ იქცა ლიკა ცინცაბაძის ღირებულებების ერთგულება წარმატებულ ბიზნესად. მისი მიზანია, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პროგრესულ სამართლებრივ გარემოდ იქცეს. სწორედ ამ მიზნით დააარსა მან Nomos Georgia, რათა საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი.
ლიკა ცინცაბაძე აღნიშნავს: „იურისტზე ალბათ ყველას ახსენდება ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სასამართლო დავებით ინტერესდებიან, თუმცა ეს ასე არ არის. საქმისადმი სიყვარული დავების პრევენციაშია, ბიზნესისთვის სიმშვიდის შექმნაში, იურიდიული სეგმენტის სრულ დელეგირებაში.“
სტატია ხაზს უსვამს შემდეგს:
- ლიკა ცინცაბაძის გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა საკუთარი იურიდიული კომპანია, იყო პრინციპული არჩევანი, რომელიც ეფუძნებოდა მის ღირებულებებსა და ხედვას.
- Nomos Georgia შეიქმნა იმ იდეით, რომ იურიდიული კომპანია შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრისას, არამედ მისი პრევენციის ეტაპზე.
- კომპანია ემსახურება როგორც ინვესტორებს, ასევე ქართველ ანტრეპრენერებსა და კომპანიებს, სთავაზობს სიღრმისეულ, პროგნოზირებად და სტრატეგიულად გათვლილ იურიდიულ გადაწყვეტილებებს.
📖 სრული სტატია: Entrepreneur Georgia-ზე