რა უნდა იცოდე სანამ კომპანიას დააარსებ? სამარლებრივი და საგადასახადო რჩევები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში საჭიროებს წინასწარ კარგად დაგეგმილ და შეთანხმებულ პროცესს. სწორად შედგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტები უზრუნველყოფენ კანონიერებას, მეწილეთა ურთიერთობების რეგულირებას, პროცესების გამართულობას, ასევე ხელს უწყობენ საგადასახადო საკითხების სწორ მართვას.

საქართველოში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ სამართლებრივ ფორმას. საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების დაახლოებით 70% სწორედ შპს-ს ფორმით არის დარეგისტრირებული. 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის დაარსებამდე?

  • კომპანიის სახელწოდება
  • იურიდიული მისამართი
  • ელექტრონული ფოსტა
  • დამფუძნებლებს შორის შეთანხმება, დირექტორ(ებ)ის განსაზღვრა, მეწილეთა რაოდენობა და მათ შორის წილების განაწილება

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ თქვენი კომპანიის საქმიანობის სფერო და აქტივობები. 

 

რა უნდა განისაზღვროს წესდებით?

წესდება წარმოადგენს ძირითად სადამფუძნებლო დოკუმენტს (პარტნიორთა შეთანხმება), რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს:

  • თითოეული პირის საერთო და სპეციფიკური უფლებამოსილებები
  • პარტნიორთა კრების და მმართველი ორგანოს უფლებები
  • გადაწყვეტილების მიღების წესი, ხმების განაწილება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით

კომპანიის დაარსების (რეგისტრაციის) პროცედურა საქართველოში

საქართველოში კომპანიის დაარსებასთან მიმართებით აღსანიშნავია პროცესის სისწრაფე – რეგისტრაცია სრულდება საშუალოდ 1-2 სამუშაო დღის ვადაში, რაც საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად აქცევს ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის “Doing Business” რეიტინგის მიხედვით, საქართველო ამ დრომდე სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ პოზიციას ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია სადამფუძნებლო შეთანხმების, ასევე პარტნიორ(ებ)ის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (მაგ. პირადობის მოწმობა, პასპორტი) წარდგენა. ზოგიერთ შემთხევაში აუცილებელია თარჯიმნის ხელმოწერა და მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენაც.
გასათვალისწინებელია, რომ თუ გსურთ რეგისტრაციის პროცესის 1 სამუშაო დღეში დასრულება, უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური. 

თუ გსურთ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება, ასევე აუცილებელია  დამატებითი საფასურის გადახდა.

კომპანიის დარეგისტრირების შემდგომ, კომპანიას ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი და მზადდება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც შეგიძლიათ საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით მიიღოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები

კომპანიის რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიას ეკისრება რამდენიმე აუცილებელი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბიზნესის კანონის ფარგლებში წარმართვისთვის.

საგადახდო აღრიცხვაზე დადგომა

კომპანიის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ავტომატურად ხდება საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა შემოსავლების სამსახურში, ელექტრონული პორტალის (Rs.ge) საშუალებით, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელება. 

საბანკო ანგარიშის გახსნა

ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა. საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში თავისუფლად შეგიძლიათ გახსნათ როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის ანგარიში. ანგარიშის გასახსნელად დაგჭირდებათ:
– კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია
– დირექტორის პირადობის დამადასტურებელი საბუთი
– ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა

კომპანიის ვალდებულებაა წარმოადგინოს:

  • მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია (საჭიროების შემთხვევაში)
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია
  • საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, განსაზღვრულ შემთხვევებში
  • დღგ-ს დეკლარაცია, თუ კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი

 

შეჯამება

აუციებლობას წარმოადგენს, როგორც სამართლებრივი, ასევე საგადასახადო რჩევების გათვალისწინება, რადგან კომპანიის რეგისტრაციის პროცესია რამდენადაც მარტივი პროცედურაა, იმდენად რთულია, რომ რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები კანონის დაცვით შესრულდეს, შესაბამისად ამ პროცესში კვალიფიციური და კომპეტენტური იურიდიული და საგადასახადო მომსახურების მიღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ პირად შეტყობინებებში.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com