დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების მექანიზმები

სასამართლო პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი ან რამდენიმე მხარე ვერ ან არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე სხვადასხვა მიზეზით, ან მოსაპუსე მხარე არეასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს სარჩელზე. ასეთ ვითარებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს სასამართლოს გააგრძელოს საქმის განხილვა იმ მხარის გარეშე, რომელიც სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სხდომას არ დაესწრო.

რა არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

დაუსწრებელი გადაწყვეტილება — სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღება იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არ გამოცხადდა სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მიიღო შეტყობინება. ეს პროცედურა მიზნად ისახავს პროცესის დროულ და ეფექტურ გაგრძელებას, რათა არ გაჭიანურდეს საქმე იმ შემთხვევებში, როდესაც მხარე არ იყენებს მისთვის განსაზღვრულ შესაძლებლობას მონაწილეობის მისაღებად.

როგორ ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება?

  • მოპასუხის თხოვნით: თუ მოპასუხე ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლო მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას — მოსარჩელეს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეტყვის.

  • მოსარჩელის თხოვნით: მოსარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას მაშინ ითხოვს, როცა მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს მხოლოდ სარჩელით დასაბუთებულ იურიდიულ გარემოებებს და არ განიხილავს მტკიცებულებებს. თუ სარჩელი იურიდიულად დასაბუთებულია და სასარჩელო მოთხოვნები შესაბამისია, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ეტყვის სასამართლო მოსარჩელეს სარცელის დაკმაყოფილებაზე.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

როგორ ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაცნობა და გასაჩივრება?

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ გამოუცხადებელ მხარეს ეცნობობება 5 დღის ვადაში მისი გამოტანიდან. მას შემდეგ, გამოუცხადებელ მხარეს აქვს 10 დღე საჩივრის შესატანად იმავე სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს საპატიო მიზეზებს, როგორიცაა, მაგალითად, დაუყოვნებელი ავადმყოფობა, შეტყობინების არ მიღება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78ე მუხლების შესაბამისად, ბუნებრივი კატასტროფა ან სხვა გარემოებები, რომლებიც მხარისგან დამოუკიდებელია.

თუ საჩივარი დაკმაყოფილდება, სასამართლო გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განაახლებს საქმის განხილვას.

იმ შემთხვევაში თუ მხარე კიდევ არ გამოცხადდე სასამართლო პროცესზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. 

როდის არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება?

სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებს, თუ:

  • მხარეს სათანადო წესით არ გადაეცა შეტყობინება სასამართლო სხდომის შესახებ;

  • არსებობდა დაუძლეველი ძალის შემთხვევები, რომლებმაც ხელი შეუშალეს სხდომაზე გამოცხადებაში;

  • საქმის ფაქტობრივი გარემოებები მხარემ ვერ გაიგო დროულად;

  • არ არსებობს სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები.

დასკვნა

დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო პროცედურულ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საქმის დროულ და ეფექტურ განხილვას მაშინ, როდესაც მხარე ვერ იღებს მონაწილეობას სხდომაზე. ამასთან, ეს მექანიზმი იცავს მხარის ინტერესებს, რადგან მათ ენიჭებათ სამართლებრივი შესაძლებლობა გაასაჩივრონ და გააუქმონ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპატიო მიზეზების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი ზრდის მართლმსაჯულების ეფექტურობას და ეხმარება პროცესის სამართლიან განვითარებას.

დაიცავით თქვენი უფლებები და ინტერესები – ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და სამართლებრივი დაცულობის უზრუნველყოფაში. დაგვიკავშირდით დღესვე Nomos Georgia- თქვენი იურიდიული პარტნიორი.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com