ვინ არის ფრილანსერი?
ფრილანსერი არის თვითდასაქმებული პირი, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს, როდის და როგორ შეასრულოს სამუშაო, მართავს საკუთარ ბიზნესს და მუშაობს სხვადასხვა კლიენტთან. საქართველოში ფრილანსერებისთვის საქმიანობის რეგისტრაცია და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ხშირად რთული და გაუგებარი პროცესია. თუმცა, აუცილებელია, რომ ნებისმიერი ფრილანსერი, რომელიც კლიენტებს მომსახურებას უწევს, იყოს რეგისტრირებული საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.
რატომ უნდა დარეგისტრირდეს ფრილანსერი ინდივიდუალურ მეწარმედ?
სამართლებრივი დაცულობა
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია უზრუნველყოფს ბიზნესის ლეგალურობას და თავიდან აგარიდებთ რიგ სამართლებრივ და საგადასახადო პრობლემებს.
დაბალი გადასახადები
საქართველოში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის. თუ თქვენი წლიური შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, შეგიძლიათ ისარგებლოთ 1%-იანი გადასახადით.
ბიზნესის განვითარება და ფინანსური გამჭვირვალობა
ინდმეწარმის სტატუსი საშუალებას გაძლევთ გახსნათ ცალკე საბანკო ანგარიშები და მარტივად მართოთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები.
როგორ უნდა დარეგისტრირდეს ფრილანსერი ინდივიდუალურ მეწარმედ?
ნაბიჯი 1: განაცხადის შევსება
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის საჭიროა განაცხადის შევსება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრში. განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე და თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
ნაბიჯი 2: მცირე ბიზნეს სტატუსის მიღება
მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად უნდა ეწვიოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდს და ელექტრონულად გააკეთოთ განცხადება.
მცირე ბიზნესის სტატუსის შეზღუდვები
ყველა საქმიანობა ვერ იღებს მცირე ბიზნესის სტატუსს. მაგალითად, აკრძალულია:
- ლიცენზირებული საქმიანობები (გარდა ტაქსით გადაყვანისა);
- სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტორო, საკონსულტაციო საქმიანობები;
- სათამაშო ბიზნესი;
- პერსონალით უზრუნველყოფა;
- აქციზური საქონლის წარმოება.
გადასახადები და გადახდის ვადები
მცირე ბიზნეს სტატუსის მქონე ინდმეწარმეს აქვს შემდეგი საგადასახადო ვალდებულებები:
- 1%-იანი გადასახადი უნდა გადაიხადოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
- თუ შემოსავალი გადააჭარბებს 500,000 ლარს, გადასახადი გაიზრდება 20%-მდე.
დამატებითი სარგებელი
ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ფრილანსერს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდიებითა და გრანტებით, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
ფრილანსერისთვის ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაცია არამარტო ლეგალურ საქმიანობას უზრუნველყოფს, არამედ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საშუალებასაც იძლევა. ეს პროცესი ამარტივებს ფინანსურ ვალდებულებებს და იცავს ბიზნესს სამართლებრივი რისკებისგან.
შესაბამისად, თუ ხართ ფრილანსერი საქართველოში, მიზანშეწონილია დარეგისტრირდეთ ინდმეწარმედ და გამოიყენოთ ყველა შესაძლო უპირატესობა.
დაიწყეთ რეგისტრაციის პროცესი დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური იურიდიული დახმარება თქვენი საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის!