კვალიფიციური ბიზნეს იურისტები და სამართლის ექსპერტები საქართველოში
Driven by excellence
NOMOS - თბილისში დაფუძნებული იურიდიული კომპანია, საერთაშორისო კვალიფიკაციითა და გლობალური გავლენით. ჩვენ გთავაზობთ ცოდნასა და გამოცდილებას თქვენი პირადი და ბიზნეს საჭიროებებისთვის. ჩვენი უნიკალური მიდგომა დაგეხმარებათ გადალახოთ არასტანდარტული და კომპლექსური იურიდიული საკითხები. იურიდიული კომპანია NOMOS კონსულტაციას უწევს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, ინვესტორებსა და საჯარო დაწესებულებებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს ეფექტური და კვალიფიციური იურიდიული სერვისი.
ჩვენ ფოკუსირებული ვართ და მომსახურებას ვუწევთ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და შუა აზიიდან საქართველოში არსებულ იურიდიულ საკითხებზე.
მიმოხილვა
NOMOS წარმოადგენს ლიდერ იურიდიულ კომპანიას მისი უნიკალური გამოცდილებითა და ბიზნეს ორიენტირით. მრავალ სხვადასხვა სფეროს შორის, ჩვენი მრავალფეროვანი და წარმატებული ექსპერტები ფოკუსირებული არიან შემდეგ სფეროებზე: ბიზნეს ტრანზაქციები; სახელშეკრულებო სამართალი; საბანკო და საფინანსო სექტორი; არბიტრაჟი და სასამართლო დავები; შრომა და დასაქმება; უძრავი ქონება; საგადასახადო და საბაჟო სამართალი; საინვესტიციო სამართალი; საკორპორაციო სამართალი; საოჯახო სამართალი; ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიწოდებას კლიენტებისათვის, კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციებსა და ხელშესახებ შედეგებს. კომპანია NOMOS ორიენტირებულია ნებისმიერი სახის სამართლებრივი ბარიერი მართოს წარმატებით, ინოვაციურად, სწორი პროფესიული განსჯისა და კვალიფიციური სამართლებრივი შეფასების ფარგლებში.
საერთაშორისო/ადგილობრივი კომპანიები და ფიზიკური პირები სანდოობის მაღალი ხარისხით მოგვმართავენ საკუთარ საქმიანობაში არსებული იურიდიული საკითხების მართვისა და სამართლებრივი მომსახურებისათვის, მათ შორის სრულ აუთსორზე.
იურიდიული კომპანია NOMOS გთავაზობთ პირდაპირ და მარტივ კომუნიკაციას, სრულ ჩართულობა