ზიანის ანაზღაურების დაკისრება: სამართლო მოთხოვნა და საფუძვლები

ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლებრივი თვალსაზრისით. ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას.  საქართველოში ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მკაფიოდ რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით და აერთიანებს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. სტატიაში განხილული იქნება ზიანის ცნება, მისი სახეები, სამართლებრივი საფუძვლები და სასამართლო მოწესრიგება. 

რა არის ზიანი და როდის ექვემდებარება ანაზღაურებას?

ზიანი არის პირის ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ინტერესების დარღვევა მისი ნების საწინააღმდეგოდ. ზიანი შეიძლება გამოიხატოს როგორც ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, ასევე ადამიანის ღირსების, რეპუტაციის ან ფიზიკური ჯანმრთელობის შელახვით.

ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი პირმა, ვისაც მიადგა ზიანი სხვისი მოქმედებით ან უმოქმედობით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი ოთხი წინაპირობა:

  1. სამართალდარღვევა (მოქმედება ან უმოქმედობა);

  2. დამდგარი ზიანი;

  3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის;

  4. ბრალეულობა;

ზიანის ანაზღაურება 

ზიანის სახეები ქართულ სამართალში

ქონებრივი ზიანი

მოიცავს მატერიალურ ზარალს — მაგალითად, მანქანის შეკეთების ხარჯებს, გამორჩენილ შემოსავალს ან სამედიცინო ხარჯებს. აღნიშნული ნიშნავს, რომ ზიანი ობიქტურადაა გამოვლენილი.

 არაქონებრივი (მორალური) ზიანი

ეს არის ზიანი, რომელიც გამოხატულია ფიზიკურ ან სულიერ ტკივილში, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფაში. მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს პირდაპირ დასაშვებია კანონით. სასამართლო ანაზღაურების ოდენობას აფასებს ზიანის სიმძიმის, პირის განცდებისა და გარემოებების გათვალისწინებით. მორალური ზიანის დადგომის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვება პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისა თუ უმოქმედობის დროს, ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ქმედება განზრახვით მოხდება თუ გაუფრთხილებლობით, მთავარია, ქმედებასა და დამდგარ სედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სასამართლო პრაქტიკა ზიანის ანაზღაურებას ძირითადად უკავშირებს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლს, ზიანის ანაზღაურება განზრახვით ან უხეში გაუფრხილებლობით. 

სახელშეკრულებო vs არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობა

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს:

სახელშეკრულებო პასუხისმგებლობას – სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულება და მისი პირობები არ შესრულდა ან დაირღვა, რამაც ზიანი მიაყენა ერთ-ერთ მხარეს. მაგალითად, თუ კომპანიამ ვერ შეასრულა მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რითაც ზიანი მიადგა მყიდველის ინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნება ხელშეკრულების დარღვევას.

არასახელშეკრულებო (დელიქტურ) პასუხისმგებლობას –სხვადასხვა შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება არ არსებობს, მაგრამ მაინც დგება სამართლებრივი ვალდებულება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნება არასახელშეკრულებო, ანუ დელიქტურ პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა ჩნდება, როდესაც ერთი პირი დაუდევრად მოქმედებს და ამით ზიანს აყენებს სხვას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული. კლასიკური მაგალითია ავტოსაგზაო შემთხვევა, როცა მძღოლმა გადააჭარბა მოძრაობის წესებს და გამოიწვია ავარია, რაც მეორე პირს მატერიალურ და ზოგჯერ მორალურ ზიანს აყენებს. მსგავსი შემთხვევები მოიცავს ნივთის დაზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას ექიმის დაუდევრობით და სხვა მსგავს შემთხვევებს.

სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობას შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა ეფუძნება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და მისი დარღვევას, ხოლო არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობა ჩნდება სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, რომელიც არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ განსხვავების გამო, დამტკიცების ბერკეტები, ზიანის ანაზღაურების წესები და სასამართლო პრაქტიკა განსხვავებულია. სახელშეკრულებო ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებთან, ხოლო არასახელშეკრულებო შემთხვევაში ზიანის სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ქონებრივ, ისე მორალურ ზიანს.

ასევე, არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის დროს უფრო ხშირია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან აქ ხშირად გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ფართო პრინციპები. სასამართლოებში ასეთი საქმეების განხილვა საჭიროებს დაუდევრობის ან განზრახვის დადგენას, ზიანის დამტკიცებას და მიზეზობრივ კავშირს ზიანსა და საქციელს შორის.

სასამართლო პრაქტიკაც აღნიშნულს ეფუძნება და ორივე შემთხვევისას მიმართავს განსხვავებულ სამართლებრივ სტანდარტებს. ზუსტად იმის გაგება, თუ რომელ ტიპის პასუხისმგებლობაზეა საქმე, მნიშვნელოვანია სამართლებრივი დავის სწორად წარმართვის და წარმატებული შედეგის მისაღწევად.

სახელმწიფო და საჯარო ორგანოების პასუხისმგებლობა

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც საჯარო მოხელეების უკანონო მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული.

ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება წარიმართოს იმ საჯარო ორგანოს მიმართ, რომლის წარმომადგენლის მოქმედებამ ზიანი გამოიწვია. ეს შეიძება იყოს მუნიციპალიტეტის ორგანო, უშუალოდ საჯარო დაწესებულება თუ სახელმწიფო. 

დასკვნა

ზიანის ანაზღაურება არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და დაინტერესებული პირის უფლების დაცვას. იმისათვის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია ზიანის, სამართალდარღვევის და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დამტკიცება.

თუ თქვენ აღმოჩნდით მსგავს მდგომარეობაში, პროფესიონალი იურისტის დახმარება მნიშვნელოვია, რათა სამართლებრივად სწორად მოხდეს საკითხის იდენტიფიცირება. დაგვიკავშირდით და მიიღეთ სწორი სამართლებრივი რჩევები. სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით.

Follow us on Facebook and Instagram and get updates on Georgian legislation and legal procedures.

Lika Tsintsabadze

Founder of NOMOS Law Firm/Business Lawyer/Attorney at law lika@nomosgeorgia.com