საქართველოში სამართლებრივ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ჩუქების და სამისდღეში რჩენის ხელშეკრულებები. ორივე ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ერთ პირს ქონება ან სხვა სარგებელი გადასცეს მეორეს, თუმცა მათი მიზნები, სამართლებრივი შედეგები და ფორმალური მოთხოვნები განსხვავებულია.
ჩუქების ხელშეკრულება: არსი და სამართლებრივი მნიშვნელობა
ჩუქების ხელშეკრულება საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ პირს უსასყიდლოდ გადასცეს ქონება ან სხვა საკუთრების უფლება მეორეს. ეს უსასყიდლო გარიგება ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მჩუქებელი უანგაროდ გადასცემს დასაჩუქრებულს საკუთრებას, მისი თანხმობით.
ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება ეხებოდეს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ნივთებს, რაც განსხვავებულად რეგისტრირდება და იფარება სამართლებრივი მოთხოვნებით. გასათვალისწინებელია ის, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონება საკუთრების უფლებით აღიარებას იძენს კანონით განსაზღვრული წესით – მაგალითად, უძრავი ქონების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად.
ჩუქების ხელშეკრულების ფორმა საქართველოში
ჩუქების ხელშეკრულების ფორმა და ფორმალური მოთხოვნები განსხვავდება ქონების ტიპის მიხედვით:
- მოძრავი ქონება: ჩუქება ითვლება დადებულად ქონების გადაცემის მომენტიდან, მისი ფორმა შეიძლება იყოს ზეპირი. ე.ი. ფორმასავალდებულოობა სახეზე არ გვაქვს.
- უძრავი ქონება: აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმით შედგენა და ნოტარიუსის მიერ საჯაროდ დამოწმება, ასევე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ე.ი. სახეზე გვაქვს ფორმასავალდებულოობა.
ჩუქების გაუქმების და გამოთხოვის საფუძვლები
ჩუქების ხელშეკრულება არ არის შეუქცევადი, ვინაიდან არსებობს მკაფიო სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამო მჩუქებელს შეუძლია ხელშეკრულების გაუქმება ან გაჩუქებული ქონების გამოთხოვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც:
- ჩუქება განხორციელდა შეცდომით, იძულებით ან ზეწოლის შედეგად;
- მჩუქებელი მოულოდნელად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი ან თავზე მყოფი პირების უზრუნველყოფა. აღნიშნულ შემთხვევაში მან შეიძლება მოითხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება, თუ ეს არ დააზარალებს დასაჩუქრებულ პირს;
- დასაჩუქრებული პირიმჩუქებლის მიმართ გამოირჩეოდა უმადურობით ან შეურაცხყოფით.
ზემოთხსენებულ ცნებათა სამართლებრივი საფუძველი ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს როდის და როგორ შეიძლება ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვა.
სამისდღეში რჩენის ხელშეკრულება: ზოგადი მიმოხილვა
სამისდღეში რჩენა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ ერთი პირი ვალდებულია სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოს მეორე პირი ფულადი ან ნატურალური სახით (საცხოვრებელი, მოვლა, კვება და სხვა).
ამ ხელშეკრულების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მარჩენალს, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცემა ქონება, ხოლო სარჩოს უფლება აქვს სიცოცხლის ბოლომდე მიიღოს უწყვეტი დახმარება და მოვლა.
ფორმალური მოთხოვნები:
- წერილობითი ფორმის დაცვა;
- უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში – ნოტარიული დამოწმება.
ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების მკაფიო განსაზღვრა, ქონების გასხვისების შეზღუდვა, სარჩოს დაცვის უზრუნველყოფა და ვალდებულების გადასვლა მემკვიდრეებზე სარჩოს გარდაცვალების შემდეგ.
სამისდღეში რჩენის გაუქმების საფუძვლები
სამისდღეში რჩენის ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლები საქართველოში განისაზღვრება როგორც:
- მხარეთა შორის ურთიერთობის გაუარესებითა და აუტანელი მდგომარეობით;
- მარჩენალის მძიმე სოციალურ-ფინანსური მდგომარეობით;
- მემკვიდრის უარის შემთხვევაში.
ეს საფუძვლები უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულება არ გაგრძელდეს იმ ვითარებაში, როდესაც მისი გაგრძელება ორივე მხარისთვის ან ერთი მხარისთვის მიუღებელი ან შეუძლებელია; აღნიშნული უზრუნველყოფს სამართლიანობასა და სოციალური დაცვის ელემენტებს.
განსხვავება ჩუქების ხელშეკრულებასა და სამიდღეშიო რჩენის ვალდებულებას შორის
სამისდღეში რჩენა და ჩუქების ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო სამართალში ორ განსხვავებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ქონების გადაცემასა და სხვა სარგებელს მოიაზრებს, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან:
- ჩუქების ხელშეკრულება: უსასყიდლოდ გადასცემს მეორე მხარეს ქონებას ან სხვა ფასეულობას, იგი იწვევს საკუთრების უფლების უშუალო და საბოლოო გადასვლას, გამოიყენება მოძრავ და უძრავ ქონებაზე, საჭიროებს წერილობითი ფორმის დაცვასა და ნოტარიულ დამოწმებას.
- სამისდღეში რჩენა: ერთი პირი ვალდებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე გაუწიოს მეორე პირს დახმარება, ამ დროს ქონების თავისუფალი განკარგვის უფლება შეზღუდულია, იგი საჭიროებს წერილობითი ფორმის დაცვასა და ნოტარიულ დამოწმებას და მიზნად ისახავს სარჩოს კეთილდღეობის შენარჩუნებას.
მთავარი განსხვავება ჩუქების ხელშეკრულებასა და სამიდღეშიო რჩენას შორის მდგომარეობს ხელშეკრულების მიზანსა და სამართლებრივ შედეგებში:
- ჩუქება – უსასყიდლო ქონების გადაცემა საკუთრების უფლებით;
- სამისდღეშიო რჩენა – სიცოცხლის განმავლობაში მეორე პირის დახმარებისა და მოვლის უზრუნველყოფა, სადაც ქონების გადაცემა არის ხელშეკრულების გარანტია, მაგრამ არ იწვევს საკუთრების თავისუფალ განკარგვას.
შეჯამება
ჩუქების და სამისდღეში რჩენის ხელშეკრულებები უზრუნველყოფენ ქონების და სხვა ფასეულობის უსასყიდლოდ გადაცემის სამართლებრივ საფუძველს და სიცოცხლის განმავლობაში დახმარების მიღების უფლებას.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება, მაგალითად ხშირია კითხვები სარჩოს გადახდის ვადასთან დაკავშირებით; ასევე, იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც მოჰყვება მარჩენალის გარდაცვალებას და სხვა.
აღნიშნული ხელშეკრულებების დადებისას აუცილებელია ფორმალური მოთხოვნების შესრულება და საჭიროების შემთხვევაში იურიდიული კონსულტაციების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ სამართლებრივი უთანხმოებები. მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურებისთვის მოგვმართეთ პირად შეტყობინებებში.


